სპორტის სამინისტრო დევი სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უწყების თანამშრომლის, დევი სირაძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის - დევი სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დევი სირაძე თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 26-ა-ში 21 თებერვალს დაიღუპა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის სახლში 21 თებერვალს, გვიან ღამით ერთ-ერთი მეგობრის საბერძნეთიდან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ, რა დროსაც უცხოეთიდან
დაბრუნებულ პირს იარაღი გაუვარდა და დევი სირაძე გულ-მკერდის არეში დაიჭრა.

გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს აღნიშნულ მისამართზე სირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პირი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, უკვე დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
არსებული ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის გამო ლადო ვარძელაშვილი უკვე დაიკითხა
ლადო ვარძელაშვილის სახლში მამაკაცი ტყვიამ იმსხვერპლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული