კრიშტიანოს ორეული
"გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ "რეალის" ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ მცირე შოკი მიიღო. ის მანქანით მოძრაობდა, როცა "რეალის" ფორმაში ჩაცმული ბიჭი შეამჩნია და... მასში საკუთარი თავი ამოიცნო. პორტუგალიელმა მანქანა გააჩერა და თავის "კლონთან" ფოტო გადაიღო...
უხამსი საგანი
უკვე მოგიყევით ველოსპორტში კლასიკური ერთდღიანი რბოლის - "ფლანდრიის ტურის" შესახებ, რომელიც შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარ
კლიჩკო მაიამიში
ცოტა ხნის წინ ვწერდით იმის შესახებ, რომ სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და ჰოლივუდის მსახიობი ჰაიდენ პენეტიერი დანიშნულები არიან და გავრცელებული ჭორების თანახმად, ზაფხულში აპირებენ დაქორწინებას. მათ ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ, მაგრამ თავს რომ ბედნიერად გრძნობენ, პაპარაცის მიერ მაიამის პლაჟზე გადაღებული ეს ფოტოებიც მეტყველებენ.
შეყვარებულიც და პარტნიორიც?
ვიქტორია აზარენკამ, შესაძლოა, უცნაურ პარტნიორთან ერთად ითამაშოს ამერიკის ღია პირველობაზე. ჩოგბურთელის ბოიფრენდმა, რეპერმა რედფუმ აღიარა, რომ აზარენკასთან ერთად მიქსტის თამაში სურს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ წყვილს რეიტინგი არ გააჩნია, შეყვარებულებს ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდის მიღების იმედი თუ ექნებათ.
“ჩვენ შემუშავებული გვაქვს სათამაშო სქემა. ჩემი ამოცანა იქნება ვიქტორიას მხრების მასაჟი, მისი ჩანთის ტარება, ბურთების მიწოდება. დანარჩენს კი კორტზე ის თავად გააკეთებს”, - იხუმრა რედფუმ.
გოლფი სასამართლოს წინ
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელ ფორვარდს კარლოს ტევესს სასამართლო პროცესი ელის. ფეხბურთელს, იანვარში მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, განაჩენი უნდა გამოუტანონ. მძიმე ოთხშაბათის წინ ტევესმა მოდუნება გადაწყვიტა და ოჯახის წევრებთან ერთად, ჩეშირში გოლფი ითამაშა.
ტაისონი და პირველი აპრილი
ორშაბათს ლეგენდარულმა ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა მაიკ ტაისონმა "ტვიტერზე" მოულოდნელი შეტყობინება დატოვა: სახეზე ტატუ მომბეზრდა, ექიმთან ჩავეწერე და ნახატის ლაზერის სხივით მოცილებას ვაპირებო. ამან მოკრივის ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს "რკინის მაიკის" საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: ტომ კრუზი "მარაკანაზე", შაკირა პარიზელებს უტევს, კრიშტიანოს ბუცები და სხვა