ფოტო-NEWS: ტომ კრუზი "მარაკანაზე", შაკირა პარიზელებს უტევს, კრიშტიანოს ბუცები და სხვა

AutoSharing Option
Sportall.Geტომ კრუზი "მარაკანაზე"
ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი ტომ კრუზი მეგობრული ვიზიტით ბრაზილიაში ჩავიდა. ამერიკელმა ლეგენდარული "მარაკანა" მოინახულა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კრუზის მეგზური და მასპინძელი იყო ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა ზიკო.

ტომ კრუზმა აღიარა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს და ბრაზილიელებს დაპირდა - 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვალო.

Sportall.Geპირველი შეტევა შაკირასია
იმ დროს, როცა "რეალის" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო "ბარსელონას" თამაშების ჩანაწერებს უგზავნის "პარი სენ-ჟერმენს" და ასეთი ხერხით ეხმარება ფრანგულ კლუბს კატალონიელებთან ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ, "ბარსას" მცველის ჟერარდ პიკეს შეყვარებული შაკირა პარიზში იმყოფება
კონცერტის ჩასატარებლად. მომღერალმა პრესკონფერენციაზე ამაყად ამოიღო თავისი შეყვარებულის მაისურა და ამ ხერხით ფსიქოლოგიური იერიში მიიტანა პარიზელ ფანებზე...

Sportall.Geახალი ბუცები კრიშტიანოსთვის
კომპანია "ნაიკმა" ახალი ბუცები შეუკერა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდოს. სპორტულ ფეხსაცმელს ახალი შეფერილობა აქვს, რომელიც უფრო იმ პერიოდისთვის იქნებოდა შესაფერისი, როცა პორტუგალიელი "მანესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა. ბრიტანელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ამ ბუცებით რონალდომ თავისი სიყვარული გამოხატა ყოფილი კლუბის მიმართ და ერთგვარად ბოდიში მოუხადა მას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოგდების გამო.

Sportall.Geტატუ ჩინურ ენაზე
დევიდ ბექჰემმა ორი დღის წინ დაასრულა თავისი პირველი ვიზიტი ჩინეთში. ინგლისელმა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა იზრუნოს ჩინური ფეხბურთის განვითარებისთვის და ამის სანაცვლოდ, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციისგან 50 მილიონ დოლარს მიიღებს.

ამ თანამშრომლობის პირველი შედეგი ის გახდა, რომ ინგლისელის უამრავ სვირინგს კიდევ ერთი დაემატა - ტატუ ჩინურ ენაზე. ბექჰემს ტანზე დაახლოებით ასეთი რამ აწერია: "ცხოვრება და სიკვდილი იღბალზეა დამოკიდებული, სიმდიდრე და პოპულარობა ზეციდან მოდის".


Sportall.Geკორტებს პლაჟი ჯობია
ინდიან უელსის მასტერსის მოგების შემდეგ, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა პაუზის აღება გადაწყვიტა და მაიამის მასტერსზე გამოსვლას, პლაჟზე ნებივრობა და დასვენება არჩია. რაფას თან ახლავს მრავალწლიანი შეყვარებული მარია ფრანსისკა პერელიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: ბალოტელის წარმატების საიდუმლო, მუნდიალის დაკარგული ვარსკვლავები და სხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული