კრიშტიანო რონალდო მადრიდში პოლიციამ დააკავა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო მადრიდში პოლიციამ დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას Cadena Cope ავრცელებს.

ფეხბურთელმა შინ დაბრუნებისას საგზაო წესები დაარღვია და შესაბამის ადგილას არ გაჩერდა, ხოლო, როდესაც პოლიციელმა პორტუგალიელი გააჩერა, ფეხბურთელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.

საბოლოოდ, რონალდოს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

უახლოეს მომავალში ის ვალდებული იქნება, სასამართლოში გამოცხადდეს, რომელიც მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვერდიქტს გამოუტანს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველების ამბავი ხომ იცით,წავლენ აბოვიანის კოტაიკში,ყარაგანდის შახტიორში ან ნოვოკუზნეცკის ნეფტეხიმიკში და ბლატაობენ ხოლმე თბილისში რომ ჩამოდიან.იყიდიან ტყავის კურტკას და რაღაც ჯიპს და თავი მაგარ ზვეზდებათ მოაქვთ...რონალდოო...
MARADONA
12:22 07-05-2013
0
თავში აუარდა
TAMUNA
21:47 06-05-2013
0

სიახლეები პოპულარული