მთავრობის თავმჯდომარემ ისინი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო, მათი სპორტული მიღწევების შესახებ მოისმინა და ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო.
"ასეთი მწირი დაფინანსების პირობებში ქართველები მართლა ვაჟკაცობის ტოლფასს ჩადიხართ, იმაზე მეტს, რასაც ჩემპიონობა ჰქვია.
პრობლემები ძალიან ბევრია, ყველა კუთხეში და ყველა კუნჭულში საკმაოდ გაჭირვებულია მოსახლეობა, ძალიან ბევრი საზღვარგარეთაა წასული, ზოგს საკუთარ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ევროპის ტოლფასი ქვეყანა, რომ გაქვს დიდი კულტურა, რომ ჩვენ ევროპელები ვართ.
ამისთვის აუცილებელია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები დავაფუძნოთ, მაგრამ გარდამტეხი სიტყვა ეკონომიკას ეკუთვნის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ეკონომიკამ უნდა მოიტანოს ფული, უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი, რათა სპორტი დაფინანსდეს.
"თქვენ უნდა გქონდეთ ღირსეული შემოსავალი. უფრო მეტი ფული და მეტად კარგი ეკონომიკა გვჭირდება, ასევე მეტი დაფინანსება და მეტი პატივისცემის გამოხატვაა საჭირო იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ", - აღნიშნა პრემიერმა.
interpressnews.ge
ჟურნალისტობა?