ქართული ალპინიზმი 90 წლის გახდა

AutoSharing Option
ქართული ალპინიზმი იუბილარია - 90 წელი გავიდა 1923 წელს მყინვარწვერზე განხორციელებული პირველი და ფუძემდებლური ასვლიდან.

ამ თარიღთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერს, ვერის ბაღში მდებარე ალპურ კლუბში საქართველოს მთამსვლელთა მუზეუმი გაიხსნა და ბოლდერინგში მეკლდეურობის შეჯიბრება ჩატარდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მთამსვლელობის ეროვნული ფედერაციის, მთამსვლელობის ფედერაციის და მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქართული სპორტული ალპინიზმის 90 წლისთავი ღირსეულად აღინიშნება.

ქართული ალპინიზმის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილია ღონისძიებები თბილისსა
და სტეფანწმინდაში.

მუზეუმის გახსნა და ბოლდერინგში მეკლდეურების შეჯიბრებაც 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მისი მოადგილე თამაზ თევზაძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და მათთან ერთად ვეტერანი და მოქმედი მთამსვლელები, ასევე, მთამსვლელთა ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებმა ფოტო-გამოფენა დაათვალიერეს, შემდეგ კი ბოლდერინგში ჩატარებულ ტურნირს დაესწრნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული