დღის სუპერგოგონა: "ლივერპულის" წლის ტრანსფერი როზანა დევისონი

AutoSharing Option
"ლივერპულის" საკლუბო არხის ახალი სახე "მის მსოფლიო 2003"-ის ტიტულის მფლობელი როზანა დევისონი გახდა და ისე როგორ იქნებოდა, ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში ამ მშვენიერ მანდილოსანზე არაფერი გვეთქვა.

თანაც, ხუმრობა ხომ არ არის, გუნდის გულშემატკივრებმა ამ ლამაზმანთან კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებას "წლის კონტრაქტი" უწოდეს.

როგორც ზემოთაც ვთქვით, თავის დროზე როზანა მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარეს, თუმცა "ლივერპულის" თავგადაკლულ ქომაგს ბრიტანეთში არც მანამდე აკლდნენ თაყვანისმცემლები - ყველა სიკეთესთან ერთად, ის ცნობილი მუსიკოსის, კრის დე ბურგის ქალიშვილიცაა და საზოგადოება მისადმი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით იყო განმსჭვალული...

ჰოდა, მშვენიერმა
მზეთუნახავმა ერთ დღესაც ვერ გაუძლო ცდუნებას და თავისი ეროტიკული ფოტოსესიით ჟურნალ Playboy-ს გერმანული გამოცემა დაამშვენა, მოგვიანებით კი, საქველმოქმედო მიზნით (!), ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის ჟურნალისთვის სრულებით გაშიშვლდა...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული