რობერტ ლევანდოვსკის ცოლი კარატეში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიასა" და პოლონეთის ნაკრების ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის მეუღლემ - ანამ მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მიიღო გუნდურ ასპარეზობაში. ჩემპიონატი ამ დღეებში პრაღაში მიმდინარეობს.

ფეხბურთელმა თავისი მეუღლისა და პოლონეთის ნაკრებში მისი პარტნიორების ფოტო თავის "ფეისბუქზე" განათავსა. ანა ლევანდოვსკის (ქალიშვილობის გვარი - სტაჩერსკი) კოლექციაშია აგრეთვე ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატზე.

"რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ ანას გამო. მან ეს დაიმსახურა, რადგან ძალიან ბევრს ვარჯიშობდა. ეს მისი კარიერის მწვერვალია"
, - დაწერა რობერტ ლევანდოვსკიმ.

რობერტმა და ანამ 2013 წელს იქორწინეს.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული