"იუვენტუსის" ფანკლუბმა თბილისის ზოოპარკში ზებრას პატრონაჟი ითავა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ქართულმა ფანკლუბმა თბილისის ზოოპარკის ბინადრის, ახალდაბადებული ზებრას პატრონაჟი ითავა.

პატრონაჟი პატარა ზებრას კვებისა და მოვლის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს. გადაწყვეტილება მისი შეფერილობით იყო განპირობებული - შავ-თეთრი, ზოლებიანი ცხოველი იტალიური საფეხბურთო კლუბის ფერებთან ასოცირდება.

ქართველი ფანები იმედოვნებენ, რომ პატარა ზებრა, "იუვენტუსის" ცოცხალი სიმბოლო კიდევ უფრო პოპულარულს გახდის მათ საყვარელ საფეხბურთო კლუბს, განსაკუთრებით კი, ბავშვებში.

თბილისის ზოოპარკმა ფანკლუბს, სხვა პრივილეგიებთან ერთად, პატარა ზებრასთვის სახელის დარქმევის ექსკლუზიური უფლებაც გადასცა.

ნათია გედენიძე

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰოდა, ასე გაჩნდა ჩვენს ზოოპარკში დელპიერო... :)
ლომი - ალიკა
15:41 13-02-2014
0
ჩვენი ზებრუკა მგონი გოგონაა და "ახალგაზრდა ქალბატონი" ხომ არ დაგვერქმია?! :)
ლევანი
19:29 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული