ქართულმა მედიამ წლის N1 სპორტსმენად ავთანდილ ჭრიკიშვილი დაასახელა

AutoSharing Option
ქართული მედიის 36 წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ საახალწლო რეფერენდუმში, რომელმაც საქართველოს 2014 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი გამოავლინა.

1964 წლიდან მოყოლებული, წლევანდელი გამოკითხვა 49-ე იყო. ანკეტებში სპორტის 14 სახეობაში სულ დასახელდა 40 ნომინანტი. აქედან I ადგილზე - 6.

საქართველოს 2014 წლის N1 სპორტსმენი გახდა ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც 28 პირველი ხმა მიიღო (ქულები ადგილების მიხედვით დაირიცხა შემდეგნაირად: 1 - 10 ქულა, 2
- 9, 3 - 8, 4 - 7, 5 - 6, 6 - 5, 7 - 4, 8 - 3, 9 - 2, 10 - 1).

2014 წლის საუკეთესო სპორტსმენი და ათეული:

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) - 332 ქულა
2. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავ. ჭიდაობა) - 283 ქულა
3. ვალერი ლიპარტელიანი (ძიუდო) - 212 ქულა
4. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 149 ქულა
5. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო) - 143 ქულა
6. მამუკა გორგოძე (რაგბი) - 83 ქულა
7. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო) - 72 ქულა
8. ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო) - 69 ქულა
9. გოგიტა არქანია (კარატე) - 68 ქულა
10. ბექა ბაზაძე (ფარიკაობა) - 57 ქულა

გუნდები:
1. საქართველოს კალათბურთის ნაკრები - 10 ქულა
2. საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები - 9 ქულა
3. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები - 6 ქულა
სულ დასახელდა 7 ნაკრები

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღირსი იყო ნამდვილად, სწორი არჩევანი გაუკეთებიათ! ვულოცავ ავთოს და ვუსურვებ, კიდევ ბევრჯერ ყოფილიყოს ყველაზე პირველი.
ფრანიო
22:26 26-12-2014
0
ვენაცვალე ავთოს. ალალი იყოს მაგაზე.
Raul
10:34 26-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული