ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სპორტის სამინისტროში სპორტული ფედერაციების მესვეურებს შეხვდა.
დამსწრეთ მისაღებ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა გურამ ძაგანიამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი დოლაბერიძემ მიაწოდეს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სპორტის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების შიდა
- შარშან ავტორიზაცია მაისში მივიღეთ, როცა აბიტურიენტთა რეგისტრაცია დამთავრებული იყო, - გვითხრა გურამ ძაგანიამ. - ამიტომ ხელახალი რეგისტრაციისა და ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, პირველ კურსზე მხოლოდ 80-მდე სტუდენტი ჩაირიცხა.
წლეულს 700-ზე მეტ აბიტურიენტს ველით. ისინი ეროვნულ გამოცდებამდე ტრადიციულ შიდა ტურს გაივლიან. გოგონები ნორმატივებს ჩააბარებენ 100 და 500 მეტრზე რბენაში, ადგილიდან სიგრძეზე ხტომასა და მკლავებზე აზიდვაში, ხოლო ვაჟები - 100 და 1000 მეტრზე რბენაში, ადგილიდან სიგრძეზე ხტომასა და ღერძზე მიზიდვაში. ვფიქრობთ, რომ, როგორც მწვრთნელთა (250 ადგილი), ასევე, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებს (120 ადგილი) სრულად დავაკომპლექტებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"