ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა, - ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, აზმაიფარაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, მთავრობის წევრებს კი აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე აცნობა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ვეღარ დარჩებოდა.

16 მარტს, სამინისტროში ზურაბ აზმაიფარაშვილის გაცილების ცერემონია გაიმართება. ვინ დაიკავებს პირველი მოადგილის თანამდებობას, ამ დროისთვის უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული