პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი მინისტრის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს და შესაბამის დასკვნას პრემიერ-მინისტრს უგზავნის.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კომიტეტის წევრმა შოთა ხაბარელმა განაცხადა. მისივე თქმით, თავად პრემიერის გადასაწყვეტია, თუ როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება კომიტეტის დასკვნის პასუხად.
გასულ კვირას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა დახურულ სხდომაზე ლევან ყიფიანს მოუსმინა. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მასთან შეხვედრისას კომიტეტის წევრების მხრიდან კრიტიკული კითხვები დაისვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს შოთა ხაბარელი ამბობს, რომ მინისტრის მისამართით არსებობს 15 ძირითადი კითხვა, რაზეც მიღებული პასუხი არადამაკმაყოფილებელია.
წყარო: interpressnews.ge
16:52 30-03-2015
პარლამენტის სპორტის კომიტეტი ლევან ყიფიანის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული