ირინა შეიკი ახლა უკვე ბრედლი კუპერთან შენიშნეს

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ყოფილი შეყვარებული ირინა შეიკი ნიუ იორკში, პრესტიჟულ Met Gala-ს ფესტივალზე ცნობილ მსახიობ ბრედლი კუპერთან ერთად შენიშნეს.

Sportall.Geუცხოური პრესის ინფორმაციით, შეიკი მთელი საღამოს განმავლობაში კუპერის სიახლოვეს იმყოფებოდა და ხშირად ეხუტებოდა მას.

კუპერისა და შეიკის რომანზე აპრილის შემდეგ ლაპარაკობენ, როცა ისინი პირველად ერთად Finding Neverland-ის მიუზიკლზე შენიშნეს.

ამის შემდეგ წყვილი ერთად რამდენჯერმე ნახეს, ასევე, მომღერალ რიანას წვეულებაზეც.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უცხოური პრესა წერდა, რომ შეიკი მსახიობ დუეინ ჯონსონს ხვდებოდა, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ
რუსი მოდელის გული ფორმულა 1-ის მრბოლელს, ლუის ჰემილტონს ეკუთვნის.

ასევე იხილეთ:
ირინა შეიკი: რონალდოს გვერდით თავს მახინჯად ვგრძნობდი

რონალდო და "ჰერაკლე" ერთმანეთს შეიკის გამო ხოცავენ [VIDEO]

El Mundo: ლუის ჰემილტონი და ირინა შეიკი ერთად არიან
ირინა შეიკს კრიშტიანო რონალდოს შემცვლელად "ჰერაკლე" ჰყავს? [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული