TimeLine: ყირამალა

AutoSharing Option
რატომაა სათაური ამოყირავებული? - გაგიჩნდებოდათ შეკითხვა ამ გვერდის დახედვისას. ყველაფერში გერმანელები არიან დამნაშავენი, თუმცა მოვლენებს თანამიმდევრობით უნდა მივყვეთ.

ორიოდე კვირის წინ ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი გაზეთ "ჰამბურგერ მორგენ პოსტის" პირველ გვერდს, რომელმაც მზის სინათლე 2014 წლის 14 ივლისს იხილა.

გერმანიის ქომაგს კარგად ემახსოვრება რა მოხდა შარშან, 13 ივლისს - გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა და ოქროს თასი მეოთხედ მოიგო.

შეხსენება არ დაგჭირდებათ, რომ 113-ე წუთზე გამარჯვების გოლი მარიო გიოტცემ გაიტანა.

ჰამბურგულ გაზეთში გიოტცე ყირამალა გარბოდა და თავიდან ვერ
მივხვდი, რომელი მხრიდან წამეკითხა, მონიტორის ამოტრიალებაც ვცადე...

გერმანული ენის სპეციალიტს, ჩემს კოლეგა გოტფრიდ ლენცს ვთხოვე დახმარება. გვერდი გადაიკითხა და მითხრა: გერმანიის ნაკრების გამარჯვებას ისე გაუხარებია ალემანები, რომ მარიო გიოტცეს ფოტო ამოუბრუნებიათ და ზედ აწერია - გერმანიამ დედამიწა ამოაყირავაო.

ორიგინალურია.

ვისაც "ჰამბურგერ მორგენ პოსტის" 2014 წლის 14 ივლისის პირველი გვერდი არ უნახავს, უთუოდ გაუკვირდებოდა, რატომ ეკიდა გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ალემანთა დროშა უკუღმა.

Sportall.Ge

წესითა და რიგით მათ სიმბოლოს ზემოდან ქვემოთ ასე მოსდევს ფერები: შავი, წითელი, ოქროსფერი. მინისტრების შეხვედრისას ზემოთ ოქროსფერი იმიტომაც იყო, რომ 2014 წლის 13 ივლისს გერმანიამ მსოფლიო ამოაყირავა.

...ჯერაც არ გასწორებულა.

ჰოდა, ვიდრე გასწორდება, ოლიმპიური დროშაც უკუღმა უნდა ეკიდოს. კიდევ კარგი, თბილისის ოლიმპიადის გახსნისას ქარი არ იძვროდა, თორემ ცეცხლსაც ჩაგვიქრობდა, დროშასაც ააფრიალებდა და საქვეყნოდ გამოჩნდებოდა სამი რგოლი ქვემოთ, ორი - ზემოთ.

Sportall.Ge

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩირაღდანი დიდ თასთან რომ მივიტანეთ, ცეცხლი კუს ტბაზე აენთო.


ვაკეში გაშვებულ ფოიერვერკს კი ბანი ვარკეთილმა მისცა - სწორედ იმ დროს კანალიზაციის ჭიდან გეიზერი ამოიფრქვა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოლიმპიადა იყო უმაღლეს დონეზე ორგანიზებული! მადლობა ყველას.
პეტრე კუპრი
17:04 02-08-2015
0
პეტროვაზელინო! მაგ დონეზე იარონ შენ და შენისთანებმა! ამიიინ!!! ფერშტეინ??!
პეტრე დიდი
21:01 02-08-2015
0

სიახლეები პოპულარული