დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

AutoSharing Option
კომენტატორი დავით მინაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, "პირველ არხზე" საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამ რეორგანიზაციის შედეგად, არხზე უკვე შეიცვალა სპორტული განყოფილება, რომელსაც პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.

ზურაბიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" თავისი გუნდით უკვე მივიდა და მის გუნდში შედიან - გიგა გვენცაძე, დათო ბანანაშვილი და ლევან ღუდუშაური.

ახალი გუნდის მიერ კომენტირებული მატჩები პირველი არხის ეთერში 18 აგვისტოს უკვე მოისმინა მაყურებელმა.

რაც შეეხება დავით მინაშვილს, მისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ბოლო ეთერი უეფას სუპერთასზე იყო. 12 აგვისტოს
მინაშვილმა ერთი თვით შვებულება აიღო.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა მინაშვილს სხვა განყოფილებაში გადასვლას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არხიდან მეორე კომენტატორი - სანდრო ცნობილაძეც დაითხოვა.

ასევე იხილეთ:
სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" დაითხოვეს
მკითხველის კომენტარები / 16 /
რას გადაეკიდეტ ამ კაცს, ზურაბიშვილი ანუ რესპები გულაობენ საზ.მაუზე??????????
sako
20 აგვისტო 2015 09:33
0
აქაც თავიანთ ნათესავებს ასაქმებენ ფუ თქვენი მინაშვილი ძალიან კარგი წამყვანია, მართალია ცოტა ბევრს საუბრობს პირდაპირ რეპორტაჟებში :დ ))) მაგრამ მაინც კარგი წამყვანია
svani_7
19 აგვისტო 2015 14:04
0
მადლობა ღმერთს. მინაშვილის "წაყვანილი" რეპორტაჟები იყო აბსოლუტური კოშმარი. დღემდე ვერ გამიგია, რატომ ანდობდნენ ამ საქმეს კაცს, რომელსაც თამაშის ელემენტარული ანალიზის გაკეთება არ შეეძლო. რაც შეეხება ახალ წამყვანებს - ერთი თამაში ვნახე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი....
მამუკა
22 აგვისტო 2015 09:18
0
ეს და სხვაც, ვერცერთი ელემენტარულ დონეს ვერ ქაჩავს! ჯამლეტი ასაკშია და გასაგებია... მან თავის სიტყვა უკვე თქვა. ორს რომ მიჰყავს ხოლმე რეპორტაჟი, საერთოდ საშინელებაა, ერთად, რომ აყაყანდებიან ხოლმე... ქართულზე აღარაფერს ვამბობ. რა სკოლა გვქონდა (ეროსი, კოტე)? ისევ ბანანაშვილი ჯობია ყველას. ქართულს თუ გაასწორებს(ღვინჯილიას შეუძლია დაეხმაროს), მეტყველებაც უვარგა, ტემბრიც კარგი აქვს, მატჩსაც მიყჰვება და სისულელეებსაც არ ლაპარაკობს. სხვებთან შედარებით პროფესიონალს ჰგავს!
jiji
20 აგვისტო 2015 12:20
0
მინაშვილი ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა, მაგრამ გვენცაძეც სრული კატასტროფაა. ერთიდაიგივე მონოტონური ხმა და ტემპი, გოლი გავიდა თუ შესვენებაა ვერ გაიგებ. გვენცაძე არ ვარგა არაფრად, დანარჩენი ორი კარგები არიან
fraternity
19 აგვისტო 2015 17:57
0
აუ თქვენ აგაშენათ ღმერთმა, ესენი რომ მოაშორეთ ეთერს, რატომ? მოუსმინეთ მის ბოლო რეპორტაჟს და იმიტომ, ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდები თამაშობედნენ და რამფენი ხანი საუბრობს თამაშზე და რამდენს სხვა ათას სისულელეზე თავად დარწმუნდდებით, ამათი მატრბაზობა ამოვიდა რა ყელში.
ბმბ
19 აგვისტო 2015 17:51
0
არ ვიცი მარა გვენცაძე თუ უნდა დაჯდეს იქ მაგას ისევ მინაშვილი ჯობდა
dato
19 აგვისტო 2015 17:06
0
რა შუაშია თავისიანებს ასაქმებენ,მოუსმინეთ ზურაბიშვიის წაყვანილ რეპორტაჟს და მერე მინაშას და ცნობილაძისას და მერე გააკეთეთ ეგ თქვენი ბრძნული დასკვნები
papu
19 აგვისტო 2015 15:10
0
ბრავოოოოოოოოოო!!! როგორც იქნა გვეშველააა. როგორც კომენტატორი ნოლი იყოო. მინაშვილს წარმატებები, ოღონდ სხვა საქმეში და არა კომენტატორობაში. სწორი გადაწყვეტილებაააააააა. პატივისცემა ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღოოო!!!
Georgiano
19 აგვისტო 2015 15:03
0
vaxvax მართალიხარ :** როგორც ქვეყანაში შეიცვალა უკეთესობისკენ ყველაფერი
svani_7
19 აგვისტო 2015 14:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული