დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

AutoSharing Option
კომენტატორი დავით მინაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს.

როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, "პირველ არხზე" საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. ამ რეორგანიზაციის შედეგად, არხზე უკვე შეიცვალა სპორტული განყოფილება, რომელსაც პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილის შვილი, გიორგი ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.

ზურაბიშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" თავისი გუნდით უკვე მივიდა და მის გუნდში შედიან - გიგა გვენცაძე, დათო ბანანაშვილი და ლევან ღუდუშაური.

ახალი გუნდის მიერ კომენტირებული მატჩები პირველი არხის ეთერში 18 აგვისტოს უკვე მოისმინა მაყურებელმა.

რაც შეეხება დავით მინაშვილს, მისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ბოლო ეთერი უეფას სუპერთასზე იყო. 12 აგვისტოს
მინაშვილმა ერთი თვით შვებულება აიღო.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა მინაშვილს სხვა განყოფილებაში გადასვლას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არხიდან მეორე კომენტატორი - სანდრო ცნობილაძეც დაითხოვა.

ასევე იხილეთ:
სანდრო ცნობილაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" დაითხოვეს
მკითხველის კომენტარები / 16 /
რას გადაეკიდეტ ამ კაცს, ზურაბიშვილი ანუ რესპები გულაობენ საზ.მაუზე??????????
sako
09:33 20-08-2015
0
აქაც თავიანთ ნათესავებს ასაქმებენ ფუ თქვენი მინაშვილი ძალიან კარგი წამყვანია, მართალია ცოტა ბევრს საუბრობს პირდაპირ რეპორტაჟებში :დ ))) მაგრამ მაინც კარგი წამყვანია
svani_7
14:04 19-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული