დღის სუპერგოგონა: სრულიად შიშველი ვეიკბორდზე [PHOTO]

AutoSharing Option
მშვენიერმა დალას ფრაიდეიმ ვეიკბორდინგში სახელი კარგა ხანია, მოიხვეჭა, ახლახან კი აღიარება სპორტის ამ სახეობაში გაუცნობიერებელ მამაკაცებშიც მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დალას ფრაიდეი ვეიკბორდზე სრულიად შიშველი დადგა.

ცნობისთვის, დალას ფრაიდეი გოგონათა შორის პიონერია ვეიკბორდინგში, სადაც ის რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ლამაზმანმა სწრაფად მოიპოვა წარმატება, კოლეგებისგან კი პატივისცემა დაიმსახურა. 2004 წელს ის საუკეთესო ვეიკბორდისტადაც აღიარეს.

ჰოდა, საიმისოდ, რომ სპორტის საყვარელი სახეობა უფრო პოპულარული გახადოს, გოგონა რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდა - თავისი ფოტოები, სადაც რამდენიმე ტრიუკსა და მასტერ-კლასს დედიშობილა გვიჩვენებს, ”ინსტაგრამში” გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, დალასის გვერდს 25 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული