სპორტის დაფინანსება - 75 მლნ ლარს შეადგენს. კაკაურიძის ინფორმაციით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ 2016 წელი არის ოლიმპიური წელი.
სპორტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო სპორტის სამინისტროსთან ერთად ცდილობს, 2017 წელს დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით, შესაბამისი პროგრამა ჩამოაყალიბოს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი
კაკაურიძის პასუხით, რაგბის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ოთხწლიანია, 2015 წელი იყო განსაკუთრებით მაღალი დაფინანსებით, რადგან მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა.
"თუ საჭირო გახდება სახელმწიფო პროგრამის ცვლილებები, შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა კაკაურიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"