რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 ოქტომბრამდე ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge
წელს "თბილისიმარათონი" ბევრი სიახლითა და განსხვავებული ფორმატით დაბრუნდება. ნაცვლად თბილისის ზღვისა, ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს.
სპეციალურად ღონისძიებისთვის, გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. წლევანდელი ღონისძიება მოიცავს 3 გარბენს:
- ნახევარმარათონს (21,097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 15 ლარი;
- 10-კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 10 ლარი;
- ბავშვთა გარბენი KID’S RUN (500 მ და 1000 მ) - რეგისტრაცია უფასოა. ბავშვები დაიყოფიან
"თბილისიმარათონის" გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის "Official Timekeeping and Data Processing" სისტემით მოხდება.
"თბილისიმარათონი" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით ტარდება. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ავსტრიული კომპანია Sporturlaub, რომელიც "თბილისიმარათონისთვის" სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს.
ღონისძიების მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეორე მხრივ კი, სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. 2014 წელს "თბილისიმარათონის" რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია "ჰაიდელბერგცემენტმა" გააორმაგა და 31 260 ლარი ბედიანის ბავშვთა ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდა.
ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც "თბილისიმარათონი" საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით ააიპ რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
"თბილისიმარათონი" წელს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS), რაც ნიშნავს იმას, რომ "თბილისიმარათონი" პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე ნახევარმარათონია კავკასიაში.
"თბილისიმარათონის" წარმატება პროფესიონალი მორბენლისა და მწვრთნელის, პიტერ გოთვალდის დახმარებით იქნა მიღწეული, რომელსაც აქვს საერთაშორისო მარათონების ორგანიზების საკმაოდ დიდი გამოცდილება და ასევე, სპორტული ორგანიზაცია Smartrunning-ის დირექტორია.
"ჰაიდელბერგცემენტის" სოციალური პროექტი "თბილისიმარათონი" ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მონაწილეთა შორის არიან უცხოელი სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე, სამთავრობო და ბიზნესსექტორი. "თბილისიმარათონზე", საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 3000-ზე მეტ მონაწილეს ველით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.
2015 წლის "თბილისიმარათონის" ონლაინრეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
დარეგისტრირება შესაძლებელია 24 ოქტომბრამდე ვებგვერდზე: www.tbilisimarathon.ge.