რომან ფიფია ნონა გაფრინდაშვილს ჩემპიონობას ულოცავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია საერთაშორისო დიდოსტატის, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებას გამოეხმაურა და სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცა.

"გულითადად ვულოცავ ცოცხალ ლეგენდას, საერთაშორისო დიდოსტატს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი 74 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია!", - განაცხადა ფიფიამ.

იტალიაში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ცხრა შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქალბატონი ნონა ფენომენალური მოჭადრაკეა. სასიხარულო და გასაოცარია მისი შედეგი. ჯანმრთელობას და გულშემატკივრის კიდევ მრავალჯერ გახარებას ვუსურვებ!
ლუკა
09:40 25-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული