თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი აშენდება

AutoSharing Option
16 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სლოვაკური კომპანია "Autokomodex Trnava spol.sro"-ს ხელმძღვანელებმა - დირექტორმა პეტერ ფილამ და გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ კლეპანეცმა ოფიციალურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაფორმდა, სლოვაკური კომპანია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტული მოედნის მშენებლობას იწყებს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 9. 410. 000 (ცხრამილიონ ოთხასათიათასი) ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. პროექტის თანახმად თბილისში,
ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი) "იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებიდან გამომდინარე, რომლებსაც საქართველო 2017 წელს მასპინძლობს, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ტურნირებს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოაწყოს.

დღეს გაფორმდა ხელშეკრულება სამინისტროსა და აღნიშნულ სლოვაკურ კომპანიას შორის. ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შედეგად, იწყება 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს როგორც ფეხბურთის, ასევე რაგბის განვითარებას საქართველოში.

ახალი სტადიონებისათვის ადგილები უკვე შერჩეულია. ასევე აღსანიშნავია, რომ სლოვაკურ კომპანიას სურვილი აქვს, ამ პროქტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, გაგრძელდეს საქართველოსთან თანამშრომლობა უკვე კერძო კლუბებთან და თვითმმართველობებთან სხვადასხვა რეგიონებში.

მსურს სპორტის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება".

პეტერ ფილა (კომპანია "Autokomodex Trnava spol.sro"-ს დირეტქორი): "ძალზე მოხარულნი ვართ საქართველოსთან და კერძოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საქართველო განსაკუთრებულად მოგვწონს. დიდი ხანია ქართულ მხარესთან შეხვედრებს ვმართავთ, ყოველთვის გვსურდა მნიშვნელოვანი და ერთობლივი პროექტების განხორციელების საშუალება გვქონოდა და ჩვენთვის სასიხარულოა საფეხბურთო და სარაგბო სტადიონების მშენებლობას რომ ვიწყებთ.

მეც თავად ყოფილი სპორტსმენი ვარ და ამ მხრივაც, ძალიან საინტერესოა ჩემთვის საქართველოსთან თანამშრომლობა. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სტადიონების მშენებლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ და საქართველოში სპორტის სამომავლო განვითარებას შევუწყოთ ხელი."

წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მადლობა ამისთვის, მაგრამ 9 მილიონად 20 სტადიონი რა უნდა იყოს!!!??? გაგვაგებინეთ მაინც რა ტიპის სტადიონებზეა საუბარი!!!
გიორგი
18 სექტემბერი 2016 22:19
0
მიშან შემოთვალა დამაბრუნეთ და მეავაშენებ სტადიონს ბათუმშიო .დდ ისე სლოვაკები ააშენებს თუ მანჯურიელები ამას ჩემი აზრით მნიშვნელობა სულაც არააქვს აგერ ფონდმა ქართუმ უამრავი სტადიონი ააშენა სარაგბო თავის აკადემიებით და რა ცუდია თუ ვინმეს შეუძლია უკეთესის აშენება მივიდეს და ააშენოს ვინ უშლის თორე კრიტიკა ყველაზე ადვილია დაჯდები კლავიატურასთან და მორჩა წერე რაც მოგეპრიანება.რა მარტო ივანიშვილია მილიარდელი რა თქმაუნდა არა მარა ღორობა ღუპავს ადამიანს ღორობა და ხამობა.ფულის მეშოკებით რო აივსო ქვეყნის ზედა ეშელონები თავის დროზე ესარის იმის გამოძახილი.
qutaiseli
17 სექტემბერი 2016 19:44
0
ზესტაფონში ფეხბურთი პარალიზებულია უსტადიონობით.იქნებ ერთი მოედანი აქაც აეშებია სახელმწიფოს.
ლევანი
17 სექტემბერი 2016 19:38
0
რა სტადიონები ხალხნო, მოედნებზეა საუბარი. დაუყენე თითოს 500-1000 კაციანი მინი ტრიბუნა და ეგეც სტადიონი )))
Kote
17 სექტემბერი 2016 19:28
0
სლოვაკების აშენებული რაგბის სტადიონი ნეტავ მანახა
შოთა გუგეშაშვილი
17 სექტემბერი 2016 18:41
0
2017ცელს რა 20სტადიონი მოესცრება ამატ ჩვენ სულელები ხომ არ ვგონივარტ
შოთა გუგეშაშვილი
17 სექტემბერი 2016 18:39
0
ბათუმში ხომ დიდ ოლიმპიურს აშენებდნენ

რა ხდება მგა პროექტზე?
ლაშა
17 სექტემბერი 2016 17:47
0
:DDDDDDDDDDD თქვენი დაპირებები და თქვენი ...............
svani
17 სექტემბერი 2016 17:07
0
ბათუმში? გვენატრება სტადიონი,აღარ აგირჩევთ ბათუმელები
vaxvax
17 სექტემბერი 2016 16:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული