"10-წლიან პერსპექტივაში ოლიმპიადის საქართველოში ჩატარებაზე ვფიქრობთ"

AutoSharing Option
მთავრობა ცნობილ ფრანგულ კომპანია "აბესტთან" ერთად დღეს ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის დაპროექტებას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაპროექტებაზე 786 500 ლარი გამოიყოფა.

"ეს იქნება საერთაშორისო, ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევისწავლეთ მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვნად დატვირთავს კონკრეტულად ეს ინფრასტრუქტურა და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე.

ბიატლონის მიმართულებით სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა. გარდა ამისა, იქ იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვფიქრობთ, რომ 12 თვის
განმავლობაში დატვირთავს ამ კურორტს და ეს იქნება ძალიან კარგი მიმდებარე სოფლებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბორჯომ-ბაკურიანის მთელი კომპლექსი შეიძლება გახდეს უმნიშვნელოვანესი, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი.

"ჩვენ ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რომ ბაკურიანში იკვრება სრული წრე ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების, რაც ქმნის რეალისტურ წინაპირობას, რომ ჩვენ ვიფიქროთ მომავალში, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში ოლიმპიადის ჩატარებაზე საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
martla ozneba arian egeni, vozduxebi)))
gigi
16:20 29-09-2016
0
აჰ, ესენი 10 წელი აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას ესეთი გეგმა აქვთ საჩხერეში უნდა ჩაატარონ ოლიმპიადა. ("სხვაგან შეუძლებელი იქნება").......!!!!!!!!!!!!))))
svani
13:32 29-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული