"10-წლიან პერსპექტივაში ოლიმპიადის საქართველოში ჩატარებაზე ვფიქრობთ"

AutoSharing Option
მთავრობა ცნობილ ფრანგულ კომპანია "აბესტთან" ერთად დღეს ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასის დაპროექტებას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაპროექტებაზე 786 500 ლარი გამოიყოფა.

"ეს იქნება საერთაშორისო, ოლიმპიური სტანდარტების ბიატლონის ტრასა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევისწავლეთ მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვნად დატვირთავს კონკრეტულად ეს ინფრასტრუქტურა და არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე.

ბიატლონის მიმართულებით სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა. გარდა ამისა, იქ იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ვფიქრობთ, რომ 12 თვის
განმავლობაში დატვირთავს ამ კურორტს და ეს იქნება ძალიან კარგი მიმდებარე სოფლებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბორჯომ-ბაკურიანის მთელი კომპლექსი შეიძლება გახდეს უმნიშვნელოვანესი, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი.

"ჩვენ ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კომპლექსში უნდა განვიხილოთ. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რომ ბაკურიანში იკვრება სრული წრე ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების, რაც ქმნის რეალისტურ წინაპირობას, რომ ჩვენ ვიფიქროთ მომავალში, დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაში ოლიმპიადის ჩატარებაზე საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
martla ozneba arian egeni, vozduxebi)))
gigi
29 სექტემბერი 2016 16:20
0
აჰ, ესენი 10 წელი აპირებენ ხელისუფლებაში დარჩენას ესეთი გეგმა აქვთ საჩხერეში უნდა ჩაატარონ ოლიმპიადა. ("სხვაგან შეუძლებელი იქნება").......!!!!!!!!!!!!))))
svani
29 სექტემბერი 2016 13:32
0
jarji21-ს. ეტყობა თქვენ ვერ გაიგეთ რის თქმა უნდა პრემიერს. მე ასე გავიგე, რომ 10-წლის შემდეგ მთავრობა შეიტანს განაცხადს ოლიმპიადის ჩატარებაზე. თუ გაიმარჯვა, მაშინ დღეიდან 22 წლის თავზე ანუ 2038 წელს, ბაკურიანში შესაძლოა ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიადა. მე ასე გავიგე..
guga
29 სექტემბერი 2016 13:21
0
"ზ ა მ თ ა რ შ ი"
irakli
29 სექტემბერი 2016 12:43
0
სწორი მიდგომა არის რომ ინფრასტრუქტურას ანვითარებ ნაბიჯ-ნაბიჯ, იმისდამიხედვით თუ როგორ დატვირთავ და გამოიყენებ ამ ინფრასტრუქტურას ადგილბრივი ტურისტული პოტენციალის და სპორტული ინტერესების შესაბამისად. და თუ როგორ გამოიყენებს ადგილობრივი მოსახლეობა და სპორტის სახეობები ამ ინფრასტრუქტურას; იქნება ეს ტურისტული ნაკადის გასაზრდელად და სტაბილური, გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები რასაც ზოგიერთი ოლიმპიური ქალაქები უშვებენ, როცა ცარიელ ადგილას აშენებენ ოლიმპიურ ქალაქებს და ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურა ვეღარ იტვირთება. ამიტომ ოლიმპიადის გამართვის მთლიანი ხარჯები აღემატება ოლიმპიადიდან შემოსულ მოგებას. აუცილებელია რომ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნას ჩვენს ზამთრის კურორტებზე. ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და ჩამოსული ტურისტებისთვის თუ სპორტული შეჯიბრებების მონაწილეებისთვის.
ლუკა
29 სექტემბერი 2016 12:38
0
ნეტავ თქვენ ღრუბელ-ღრუბელ არ დაფრინავდეთ...ოლიმპიადა 12 წლით ადრეა ცნობილი სად ტარდებადა ეს კი 10 წელიწადზე ამბობს :)
jarji21
29 სექტემბერი 2016 12:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული