როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.
"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებენ პროკურატურაში.
2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ
ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი რაგბის მოედანზე გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
- "მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით