"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი

AutoSharing Option
მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარმა, ვიქტორია ეზუგბაიამ სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.

იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად. ვაზუსტებ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს!
გასწრების დროს გამოვარდა "მერსედესის" მარკის ავტომობილი. მეკო შეეცადა, აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო.

გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა. კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.

მესმის, საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და უვლის. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით. გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული..." - წერს ვიქტორია ეზუგბაია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.

- აია-ლელო 25:17 - მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა...

მკითხველის კომენტარები / 28 /
საშინელება მოხდა.ეს ფაქტია დაყველას გთხოვთ,ფრთხილად იარეთ მეგობრებო,გაუფრთხილდით თავს და ერთმანეთს,ჩვენ ხომ ისედაც ვცოტავდებით.ყველა დაზარალებულს გამოჯანმრთელებას გისურვებთ,დაღუპულთა ოჯახებს კიდევ და კიდევ გისამძიმრებთ და გაძლებას გისურვებთ,სხვაფრივ კი ვიზიარებ ნინოს და ირაკლის მოსაზრებებს.
სოსო
16:40 26-10-2016
0
ხვალ ვის რა განსაცდელის წინაშე დაგაყენებთ ღმერთი და რა ცხოვრებისეულ გამოცდას მოგიწყობთ არავინ იცის,ამიტომ სხვისი ცხოვრების კრიტიკის მაგივრად ყველამ თქვენს ცხოვრებას მიხედეთ.. თუ დასასჯელია კანონი დასჯის და ღმერთიც... და არავინ იცის ალბათ მის გულში რა ცეცხლი ტრიალებს... ადამიანს ასეთი ჯვარი აქვს სატარებელი მთელი ცხოვრება და თქვენგან ტკივილის დამატება აღარ ჭირდება.. კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ, - რაზეც სხვას აკრიტიკებთ, ზუსტად იგივე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ ღმერთთან...ეს ცხოვრების კანონია და თანაგრძნობის სწავლაც არ გაწყენდათ
უარყოფითი კომენტარების ავტორებს
14:38 26-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული