- "პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს
მკითხველები, მსმენელები თუ მაყურებლები წერილებში, სატელეფონო ზარების თუ მედიასახლში პირადი ვიზიტისას ონლაინკაზინოებით გაუბედურებულ თავიანთ ოჯახის წევრებზე თუ მეგობრებზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ნუთუ შეიძლება ადამიანი ასე დაეცეს?
სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ასევე, ფაქტია ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც გაგვიშუქებია თამაშდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით,
რა თქმა უნდა, ჩვენმა მედიაჰოლდინგმა შეგნებულად თქვა უარი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ თუნდაც ერთი ოჯახი გადაგვერჩინა გაღატაკებისა და გაუბედურებისგან.
თავისთავად, ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების მეპატრონეებსა თუ წარმომადგენლებს არ მოსწონთ, რომ ხელი აღარ მიუწვდებათ "პალიტრამედიის" აუდიტორიაზე. მათ აღიზიანებთ სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე". თუმცა ყველაზე მეტად აი, რისი ეშინიათ - ემანდ, კამპანიამ მიზანს არ მიაღწიოს და საკანონმდებლო დონეზე არ დაწესდეს შემზღუდავი რეგულაციები ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე, ვაითუ, ვეღარ ითამაშონ არასრულწლოვნებმა, რაც მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფია და ზოგადად, შეიქმნას ბარიერი თამაშდამოკიდებულების ჩიხისკენ მიმავალ გზაზე.
სწორედ ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა - რეგულაციების დაწესებით ონლაინკაზინოები და ბეთები რისკჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს თამაშში მილიონებს ვეღარ მოუგებენ და ვეღარ გაღლეტენ.
ამ გაღიზიანებისა და შფოთის სადემონსტრაციოდ სულ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. აგერ, ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორ "ევროპაბეთის" თანამშრომელმა, ვინმე ლაშა გოგუამ, "ფეისბუკში" დაწერა: "სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს "პალიტრამედია", ინტერნეტის ქართული ბაზარი არ განვითარდება. ვაცხადებ როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიჯიტალ ბიუჯეტი აქვს... ისე გამახსენდა, უბრალოდ".
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ ონლაინბეთს შეექმნა ის პრობლემა, რომ ინტერნეტრეკლამისგან შესაბამის ეფექტს ვეღარ იღებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონლაინკაზინო-ბეთებისთვის "პალიტრამედიის" მედიასაშუალებები აკრძალული ზონაა. ჰოდა, ამით გაღიზიანებულ ვაჟბატონს ისე გაახსენდა, უბრალოდ"(!).
ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში რა აშფოთებთ ონლაინკაზინოების წარმომადგენლებს. ძალიან კარგი, თუ ინტერნეტრეკლამა მათთვის ეფექტიანი აღარ არის და სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი...
წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე
მოგბაძონ სხვებმაც.
საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-აზარტული თამაშები.