ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.
სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესია 12:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 16:00 საათზე დამთავრდა.