როგორც ვწერდით, ნანა ძაგნიძემ ორივე კლასიკური პარტია მოუგო ოლგა ზიმინას (იტალია) და მესამე რაუნდში ჩინელ შენ იანთან გაარკვევს ურთიერთობას.
დანარჩენი ოთხი ქართველი დიდოსტატის ბედი გუშინდელ რაპიდებსა და ბლიცებს უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდხანს ნინო ხურციძისა და ნინო ბაციაშვილის შეხვედრა გაგრძელდა: მათი კლასიკური პარტიები ყაიმებით დასრულდა, 25 და 10-წუთიან პაექრობებში მეტოქეებმა ორ-ორი ხელი მოიგეს, 5-წუთიანმა ბლიცებმაც შედეგი ვერ გამოღო.
გამარჯვებული "არმაგედონს" (შავებს წუთით ნაკლები ეძლევათ და ყაიმის შემთხვევაში
წარმატებით ითამაშა სოფიკო გურამიშვილმაც - ბლიცებში აჯობა უკრაინელ დიდოსტატ ნატალია ბუკსას 1.5:0.5 (საერთო ანგარიში - 4.5:3.5) და მერვედფინალში დინარა სადუაკასოვას მძლეველ (2.5:1.5) ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი) გაუწევს მეტოქეობას.
ჩემპიონატის დანარჩენი მონაწილენი მესამე რაუნდში ასე დაწყვილდნენ: ოლგა გირია (რუსეთი)-ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი), ნატალია პოგონინა (რუსეთი)-ნი შიციუნი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ნგუენ ტაო ლი (ვიეტნამი), რუთ პადმინი (ინდოეთი)-თან ჟუნი (ჩინეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"