ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ნანა ძაგნიძემ 1/8-ფინალში პირველი პარტია დათმო

AutoSharing Option
მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელსაც ირანის დედაქალაქი თეირანი მასპინძლობს, მედლებისთვის მებრძოლი რვა დიდოსტატი შემორჩა. მათ შორის ერთი ქართველია - ნანა ძაგნიძე, რომელიც გუშინ, 20 თებერვალს, მეოთხედფინალში შავი ფიგურებით ინდოელ ჰარიკა დრონავალის დაუპირისპირდა.

39-ე სვლამდე პარტია თანაბარ პოზიციაში მიმდინარეობდა. ცაიტნოტში ჩვენებურმა უხეში შეცდომა დაუშვა (gxf5) და მატჩის სადავეები აზიელმა იგდო ხელთ. ძაგნიძემ 47-ე სვლაზე საათი გააჩერა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა.

დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დასრულდა: თან ჟონი (ჩინეთი)-ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) 0.5:0.5, ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 1:0, ნი შიციუნი (ჩინეთი)-ალექსანდრა კოსტენიუკი
(რუსეთი) 0.5:0.5.

დღეს მეოთხე ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული