ისტორიული გამარჯვება: ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
ნანა ძაგნიძემ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე გაიმარჯვა!

22 აპრილს გამართულ ბოლო, მე-11 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით რუს ნატალია პოგონინას დაუზავდა და 8,5-ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.

ჩემპიონატზე გადამწყვეტი წინა, მე-10 ტური აღმოჩნდა, რომელშიც ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა, 8 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა და მთავარ კონკურენტ რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თავისი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ნანა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება შესძლო.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 11 /
გილოცავ!...გილოცავ!...გილოცავ!....
არტაგი
23 აპრილი 2017 20:19
0
გილოცავ ნანა. წარმატებები.
daviti
23 აპრილი 2017 15:09
0
ქებათა ქება ქალბატონ ნანას.
გილოცავთ და გისურვებთ მსოფლიო ჩემპიონობას ( სულ მალე )
ფეოლა ( ფოთი )
23 აპრილი 2017 11:59
0
გილოცავთ ძალიან მიხარია ქართველი მოჭადრაკეების წარმატებები ,მსოფლიოს ჩემპიონობაც მომელოცოს მალე
manana
22 აპრილი 2017 21:46
0
დიდებულია.ვულოცავ ნანას ამ გამარჯვებას,იქნებ ჩვენი დრო ისევ მობრუნდეს.ბელა ხოტენაშვილმა როგორ ითამაშა ბოლო ტურში?
სოსო
22 აპრილი 2017 21:27
0
დიდი მადლობა ქალბატონო ნანა დიდების დაბრუნებისთვის. გაიხარეთ
bebeto
22 აპრილი 2017 20:52
0
გილოცავთ ქალბატონო ნანა, გისურვებტ ქარტული შახმატისთვის დაგებრუნებინოტ ძველი დიდება!!!!
nikola
22 აპრილი 2017 19:18
0
ქალბატონო ნანა ერის სიამაყევ ქილოცავთ ამ დიდებულ წარმატებასთქვენ და მთელ საქართველოს
შუქრი
22 აპრილი 2017 18:53
0
ნანა სულ წარმატებული ყოფილიყავი მთელი ცხოვრება.ეს ერთი და სხვა მრავალი პირადი და საქართველოს საამაყოდ.გვიმრავლოს თქვენისთანრბი.გაიხარე . . .
Tamari
22 აპრილი 2017 17:41
0
დიდებული ქალბატონი! მისი წარმატება ქვეყანამ სათანადოდ უნდა დააფასოს. ქართული ჭადრაკის დიადი ტრადიციები ისევ ცოცხლობს. სიამაყის გრძნობა მიჩნდება მისი წარმატების გამო.
ლუკა
22 აპრილი 2017 17:26
0

სიახლეები პოპულარული