მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქალებში უდანაკარგოდ არავინ დარჩა

AutoSharing Option
ხანტი-მანსიისკში გრძელდება წრიული სისტემით მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატები. 19 ივნისს მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა.

მანდილოსნებში საქართველოს ნაკრებმა მშრალი ანგარიშით დაამარცხა ასპარეზობის აუტსაიდერი ეგვიპტის გუნდი - 4:0 (შრიკ ვაფა-ლელა ჯავახიშვილი 0:1, ბელა ხოტენაშვილი-მოატაზ აიაჰი 1:0, ემან ელენსერი-ნინო ბაციაშვილი 0:1, სალომე მელია-ეჰაბ თასნიმი 1:0).

მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტის - რუსეთისა და განთესვით მე-9 ადგილზე მყოფი აზერბაიჯანის ორთაბრძოლა: ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო-ზეინაბ მამედიაროვა და ალექსანდრა გორიაჩკინა-გულნარ მამადოვა დაზავდნენ, ორგზის ევროპის ჩემპიონმა ვალენტინა გუნინამ გუნაი მამაზადასთან წააგო. მასპინძლები მარცხისგან ოლგა
გირიამ იხსნა, რომელმაც ულვია ფატალიევას სძლია. საბოლოოდ ფრე - 2:2. 

დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: ინდოეთი-უკრაინა 1.5:2.5, პოლონეთი-აშშ 2:2, ჩინეთი-ვიეტნამი 2.5:1.

სამი ტურის შემდეგ: რუსეთი (8), უკრაინა (7) - 5-5, საქართველო (8), პოლონეთი (7.5) - 4-4, აზერბაიჯანი (6.5), ინდოეთი (6), ჩინეთი (5.5) - 3-3, ვიეტნამი (6.5) - 2, აშშ (5) - 1, ეგვიპტე (0) - 0 ქულა.

მე-4 ტურში ითამაშებენ: საქართველო-რუსეთი, უკრაინა-ვიეტნამი, აზერბაიჯანი-ჩინეთი, აშშ-ეგვიპტე, ინდოეთი-პოლონეთი.

* * *
ვაჟთა ტურნირის გუშინდელი შეხვედრები ასე დასრულდა: ინდოეთი-ბელორუსი 2.5:1.5, აშშ-ჩინეთი 2:2, ეგვიპტე-პოლონეთი 1:3, თურქეთი-ნორვეგია 2.5:1.5, უკრაინა-რუსეთი 1.5:2.5.

სამი ტურის შემდეგ: პოლონეთი (8) - 6, ჩინეთი (8), რუსეთი (8) - 5-5, თურქეთი (6.5) - 4, აშშ (6) - 3, ინდოეთი (5.5), უკრაინა (5.5), ნორვეგია (5,5) - 2-2, ბელორუსი (4) - 1, ეგვიპტე (3) - 0 ქულა.

მე-4 ტურში: ბელორუსი-რუსეთი, ნორვეგია-უკრაინა, პოლონეთი-თურქეთი, ჩინეთი-ეგვიპტე, ინდოეთი-აშშ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ცვენებმა ღრუსებს ვერაფერი მოუხერხეს(((((((((
giorgi
09:58 21-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული