როგორც გაუწყეთ, ნინომ აქამდე ოთხჯერ ქალებში (1989, 1993, 2005, 2006) და ერთხელ ვაჟებში (1998) დაიკავა პირველი ადგილები.
ბოლო ტურისთვის მას ერთადერთი კონკურენტი ჰყავდა - ნინო ბაციაშვილი, მაგრამ ბათუმელმა დიდოსტატმა ვერ შეძლო გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და პარტია 49-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა.
ბაციაშვილს 8 ქულით მე-2 ადგილი ერგო. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი
ამ უკანასკნელმა თეთრი ფიგურებით 43-ე სვლაზე მაკა ფურცელაძეს აჯობა და 7,5 ქულას მოუყარა თავი, რითაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, რადგან ლომინეიშვილი სოფიო გვეტაძესთან დამარცხდა.
ანა კუჭავა სოფიკო ხუხაშვილს დაუზავდა, სოფიკო გურამიშვილმა ინგა ხურცილავას, მერი არაბიძემ ლიკა კობეშავიძეს აჯობა.
საბოლოოდ, 70-ე საიუბილეო ეროვნულ ჩემპიონატში ადგილები ასე განაწილდა: ნინო ხურციძე - 8,5, ნინო ბაციაშვილი - 8, სალომე მელია - 7,5, სოფიკო გურამიშვილი - 6,5, მაია ლომინეიშვილი - 6,5, სოფიო გვეტაძე - 6, სოფიკო ხუხაშვილი - 5,5, მაკა ფურცელაძე - 5,5, ინგა ხურცილავა - 4,5, მერი არაბიძე - 4, ანა კუჭავა - 2, ლიკა კობეშავიძე - 1,5 ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"