სულ ფულადი პრიზები პირველ-მეოცე ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ.
29 ივლისს ბელგრადში მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. ერთპიროვნული ლიდერი ნინო ხურციძე თეთრი ფიგურებით ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინასთან (რუსეთი) დამარცხდა და ლიდერობაც მას გადააბარა.
ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ერთად 6 ქულით დაწინაურდა ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), რომელმაც დიემანტე დაულიტეს (ლიტვა) სძლია.
მათთან ქულებით გათანაბრება შეეძლო სალომე მელიას, მაგრამ მსოფლიოს და
ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დასრულდა: ნანა ძაგნიძე - ეკატერინა ატალიკი (ევროპის საჭადრაკო კავშირი) 1:0, ბელა ხოტენაშვილი - ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) 0.5:0.5, მაკა ფურცელაძე - ნატალია პოგონინა (რუსეთი) 0:1, მერი არაბიძე - ოლგა გირია (რუსეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი - გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი) 0:1, ტატიანა მოლჩანოვა (რუსეთი) - ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5, ივა ვიდენოვა (ბულგარეთი) - სოფიკო გურამიშვილი 0:1, მარინა მაკროპულუ (საბერძნეთი) - სოფიო გვეტაძე 0.5:0.5, მირანდა მიქაძე - სვეტლანა შულაკოვა (რუსეთი) 1:0, სოფიო ნიკოლაძე - ვიქტორია ტარასოვა (რუსეთი) 0:1, ტურკან მამედიაროვა (აზერბაიჯანი) - ანა გავაშელი 1:0, ანა ბენდერასი (სერბეთი) - მადონა ბოკუჩავა 0.5:0.5.
შვიდი ტურის შემდეგ: ჰოანგი, გუნინა - 6-6, მელია, არაბიძე, პოგონინა, ხურციძე, ძაგნიძე, ანა მუზიჩუკი (სლოვენია), კოსტენიუკი - 5.5-5.5, ხოტენაშვილი, ლომინეიშვილი - 5-5, ფურცელაძე, გურამიშვილი - 4.5-4.5, ბაციაშვილი, ჯავახიშვილი, მიქაძე, გვეტაძე - 4-4, გავაშელი, ნიკოლაძე, ბოკუჩავა - 3-3 ქულა.
ჩემპიონატის მონაწილენი 30 ივლისს დაისვენებენ, 31 ივლისს მე-8 ტურის პარტიები გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"