ბელა ხოტენაშვილმა დოჰას ტურნირზე ბაადურ ჯობავას აჯობა

AutoSharing Option
26 ნოემბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 154 მოასპარეზიდან 111 დიდოსტატია, მათ შორის - ექვსი ქართველი.

პირველ ტურში წილისყრით ჩვენებურები - ბაადურ ჯობავა და ბელა ხოტენაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მე-40 სვლაზე ბელამ ბაადურს საათი გააჩერებინა და გათამაშების ცხრილში პირველი მოგება ჩაიწერა.

იუ იანი (ჩინეთი)-ლელა ჯავახიშვილი 1:0, ალიონა ლამი (ჰოლანდია)-მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი)-ნინო ბაციაშვილი 1:0, ივან ლოპეს სალგადო (ესპანეთი)-სოფიკო გურამიშვილი 1:0.

27 ნოემბერს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი სხვა ქართველი მოჭადრაკეებისგან თამაშის სტილით განსხვავებული მოჭადრაკე!წარმატებები ბელას და ბადურს!
sano
12:20 27-11-2014
0

სიახლეები პოპულარული