დოჰას ტურნირი: ბელა ხოტენაშვილს ორი ტურის შემდეგ 1.5 ქულა აქვს

AutoSharing Option
დოჰაში (ყატარი), მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში გუშინ მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა - ლელა ჯავახიშვილმა არიან ჩოლამი (ინდოეთი) დაამარცხა, ბაადურ ჯობავამ სოფიკო გურამიშვილს მოუგო, დაზავდნენ: ბელა ხოტენაშვილი-ივან სალგადო ლოპესი (ესპანეთი), მიხეილ მჭედლიშვილი-პიერ ლუიჯი ბასო (საფრანგეთი), ნინო ბაციაშვილი-ჰიჩამ ჰამდუჩი (იტალია).

გათამაშებაში მორიგი ქულები ჩაიწერეს ანიშ გირიმ (ჰოლანდია), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი), ჰარიკრიშნამ (ინდოეთი), ევგენი ტომაშევსკიმ (რუსეთი).

ქართველთაგან 1,5 ქულა აქვს ხოტენაშვილს, თითო ქულა - ჯობავას, მჭედლიშვილს, ბაციაშვილსა და ჯავახიშვილს - გურამიშვილმა ორივე პარტია წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული