ბელა ხოტენაშვილი დოჰას ტურნირზე ქალებში საუკეთესო გახდა

AutoSharing Option
ექვსი ქართველი დიდოსტატი მონაწილეობდა დოჰაში (ყატარი), მოჭადრაკეთა დიდ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც 4 დეკემბერს დამთავრდა.

ბოლო, მე-9 ტურში ბაადურ ჯობავამ ესპანელი დავიდ ანტონი დაამარცხა. ჩვენებურთა დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: ალექსანდრ რახმანოვი (რუსეთი)-ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5, სუნდარ შიამი (ინდოეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი 1:0, ალექსანდრ მისტა (პოლონეთი)-ნინო ბაციაშვილი 1:0, აჰმად აშგარზადეხი (ირანი)-ლელა ჯავახიშვილი 1:0, სოფიკო გურამიშვილი-ალექსანდრა დიმიტრიევიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) 1:0.

რაც შეეხება ლიდერთა პაექრობას, ჩინელმა იუ იანმა რუს ვლადიმირ კრამნიკს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა; გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ანიშ გირი (ჰოლანდია), რომელმაც გუშინ ვლადიმირ აკოფიანი (სომხეთი)
დაამარცხა.

შვიდ ქულას მოუყარა თავი კრამნიკმაც, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მას მესამე ადგილი ერგო. ჩვენებურთა მაჩვენებლები კი ასეთია: ბაადურ ჯობავა - 6, ბელა ხოტენაშვილი - 5,5, მიხეილ მჭედლიშვილი - 4, ნინო ბაციაშვილი - 3,5, ლელა ჯავახიშვილი - 3,5, სოფიკო გურამიშვილი - 3 ქულა.

საგულისხმოა, რომ ხოტენაშვილმა ქალებში საუკეთესო შედეგი აჩვენა, რეიტინგიც 26 პუნქტით გაიუმჯობესა და 2700-იანთა კლუბის სამ წევრს - შაჰრიარ მამედიაროვს (აზერბაიჯანი, 2757), იური კრივორუჩკოსა (უკრაინა, 2706) და ჰარიკრიშნას (ინდოეთი, 2725) გაუსწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ ამბობთ შეარცხვინაო,თქვე დალოცვილები1.5 მილიარდ ჩინელში ერთი თუ გამოერია და შემთხვევით მოუგო,რა მოხდა როო?
sano
22:25 07-12-2014
0

სიახლეები პოპულარული