ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი ფიდეს რეიტინგში ათეულში არიან

AutoSharing Option
ფოტოზე: ნანა ძაგნიძე

ფიდემ, გასული წლის ბოლო თვის შედეგების გათვალისწინებით, 2015 წლისთვის განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.

სასიამოვნოა, რომ ქალთა ათეულში ორი ქართველი დიდოსტატია: ნანა ძაგნიძემ 2570 პუნქტით მე-4 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო 2526 პუნქტით ბელა ხოტენაშვილი მე-10 ადგილამდე აღზევდა.

პირველი ასეულის სათავეშია იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2675), იმის მიუხედავად, რომ იგი აქტიურ ჭადრაკს ჩამოშორდა. სახელოვან მადიარ დიდოსტატს ორი პუნქტით ჩამორჩება ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (2673).

ათეულში შემდეგ მოდიან: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნანა ძაგნიძე (2570), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2547), ანა მუზიჩუკი (უკრაინა,
2544), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2538), კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2530), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2529), ბელა ხოტენაშვილი (2526).

ქართველთაგან ასეულში, ასევე, შედიან: 21. ლელა ჯავახიშვილი (2486), 31. სალომე მელია (2473), 37. ნინო ხურციძე (2455), 40. ნინო ბაციაშვილი (2450), 93. სოფიკო გურამიშვილი (2366), 94. მერი არაბიძე (2366), 97. მაია ლომინეიშვილი (2364).

ვაჟთა ასეულს უწინდებურად ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (2862) მეწინავეობს. შემდეგ მოდიან: ფაბიანო კარუანა (იტალია, 2820), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2810), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2800), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2797), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2797), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2783), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2776), სოუ ვესლი (აშშ, 2762). ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა 2727 პუნქტით 26-ეა.

20 წლამდე გოგონათა ასეულში არიან: 49. ნინო ხომერიკი (2197) და 50. ნატო იმნაძე (2197). ამ ასაკის ვაჟთა ასეულში, სამწუხაროდ, წარმომადგენელი არ გვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული