მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი: სხვაობა ნახევარ ქულამდე შემცირდა

AutoSharing Option
ერთდღიანი შესვენების შემდეგ თბილისის ჭადრაკის სასახლეში 15 იანვარს მოჭადრაკე ქალთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი განახლდა.

გათამაშდა მე-5 ტურის პარტიები. ერთპიროვნული ლიდერი ბელა ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით 41-ე სვლაზე მერი არაბიძეს დაუზავდა, თუმცა პოზიცია არ დაუთმია. კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო სოფიო გვეტაძე, რომელმაც შავი ფიგურებით მერი ჟორჟოლიანს აჯობა.

საქართველოს ჩემპიონმა ლელა ჯავახიშვილმა ალექსანდრა ვახანია დაამარცხა, ნინო ხურციძემ ანა კუჭავას სძლია.

ევროპის ორგზის პრიზიორმა სალომე მელიამ ნინო ბაციაშვილთან წააგო.

ხუთი ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი-4, ბაციაშვილი, გვეტაძე-3,5-3,5, არაბიძე, ხურციძე-3-3, ჯავახიშვილი-2,5, მელია-2, კუჭავა-1,5, ვახანია, ჟორჟოლიანი-1-1 ქულა.

16
იანვარს, მე-6 ტურში ითამაშებენ: გვეტაძე-ვახანია, ბაციაშვილი-ჯავახიშვილი, კუჭავა-მელია, არაბიძე-ხუციძე, ჟორჟოლიანი-ხოტენაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული