მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი: ბაციაშვილი დაწინაურდა

AutoSharing Option
კიდევ ერთი ტური და თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამოვლინდება ქალთა შორის საქართველოს ახალი ჩემპიონი, რადგან ბოლო ტურის წინ ნათელია, რომ ლელა ჯავახიშვილი ტიტულს ვერ შეინარჩუნებს.

V ტური. მერი ჟორჟოლიანი-სოფიო გვეტაძე 0:1, ბელა ხოტენაშვილი-მერი არაბიძე 0,5:0,5, ნინო ხურციძე-ანა კუჭავა 1:0, სალომე მელია-ნინო ბაციაშვილი 0:1, ლელა ჯავახიშვილი-ალექსანდრა ვახანია 1:0.

VI ტური. გვეტაძე-ვახანია 0,5:0,5, ბაციაშვილი-ჯავახიშვილი 1:0, კუჭავა-მელია 0:1. არაბიძე-ხურციძე 1:0, ჟორჟოლიანი-ხოტენაშვილი 0,5:0,5,

VII ტური. ხოტენაშვილი-გვეტაძე 1:0, ხურციძე-ჟორჟოლიანი 1:0, მელია-არაბიძე 1:0, ჯავახიშვილი-კუჭავა 1:0, ვახანია-ბაციაშვილი 0:1.

18 იანვარს, მე-8 ტურში ბელა ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ნინო ხურციძესთან
დამარცხდა, ნინო ბაციაშვილი კი სოფიო გვეტაძეს დაუზავდა და რვა შესაძლებლობიდან 6 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი. დანარჩენი პარტიები: ანა კუჭავა-ალექსანდრა ვახანია 1:0, მერი ჟორჟოლიანი-სალომე მელია 0:1.

რვა ტურის შემდეგ: ბაციაშვილი-6, ხოტენაშვილი-5,5, მელია, ხურციძე-5-5, არაბიძე, გვეტაძე-4,5-4,5, ჯავახიშვილი-4, კუჭავა-2,5, ვახანია, ჟორჟოლიანი-1,5-1,5 ქულა.

19 იანვარს, ბოლო ტურში ითამაშებენ: ხურციძე-გვეტაძე, მელია-ხოტენაშვილი, ჯავახიშვილი-ჟორჟოლიანი, ვახანია-არაბიძე, ბაციაშვილი-კუჭავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული