მოჭადრაკეები VS მოჭიდავეები - მსაჯი ნონა გაფრინდაშვილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფიდეს ვაჟთა მსოფლიო გრან-პრის მესამე რაუნდში, რომელსაც ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს, რეიტინგფავორიტია რუსი ალექსანდრ გრიშჩუკი (2810), რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციით მესამე ადგილზეა. სწორედ მას შეხვდა მე-4 ტურში შავი ფიგურებით ბაადურ ჯობავა, რომელმაც წინა სამ ტურში ორი ორთაბრძოლა წააგო და ერთ მეტოქეს დაუზავდა.

ქართველმა დიდოსტატმა ვერც გრიშჩუკთან გააწყო ვერაფერი და მე-40 სვლაზე დანებდა. დანარჩენი პაექრობები ასე დამთავრდა: თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0,5:0,5, შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0:1, პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)-მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 0,5:0,5, ლენიერ დომინგესი (კუბა)-რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) 0,5:0,5, ანიშ გირი
(ჰოლანდია)-დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 0,5:0,5.

ოთხი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 3,5, იაკოვენკო, გირი, გრიშჩუკი - 2,5-2,5, მამედიაროვი, კასიმჯანოვი, დომინგესი, რაჯაბოვი - 2-2, ვაშიე-ლაგრავი, ანდრეიკინი, სვიდლერი-1,5-1,5, ჯობავა-0,5 ქულა.

19 თებერვალს მოჭადრაკეებმა დაისვენეს, უფრო სწორად - გრან-პრის მონაწილეთა ერთი ნაწილი (პიოტრ სვიდლერი, ევგენი ტომაშევსკი, რუსტამ კასიმჯანოვი, ლენიერ დომინგესი, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, დმიტრი იაკოვენკო), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, სასპორტო კომპლექს "არენაში" საფეხბურთო მატჩში (მსაჯი - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი) ქართველ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს (კახი კახიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ ბლაგიძე, გიორგი ასანიძე, რამაზ ნოზაძე) დაუპირისპირდა.

დაძაბული პაექრობა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) ჩემპიონებმა 5:3 მოიგეს...

20 თებერვალს გრან-პრის მე-5 ტურში ითამაშებენ: ვაშიე-ლაგრავი - რაჯაბოვი, კასიმჯანოვი - სვიდლერი, ანდეიკინი - დომინგესი, ტომაშევსკი - გირი, ჯობავა - მამედიაროვი, იაკოვენკო - გრიშჩუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული