ქართველი მოჭადრაკე დუბაის საერთაშორისო ტურნირზე მაქინაციაში გამოიჭირეს

AutoSharing Option
ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე დუბაის საერთაშორისო ტურნირიდან გააგდეს. გარდა ამისა, ნიგალიძეს 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ნიგალიძე ტიგრან პეტროსიანს ეთამაშებოდა და ხშირად გადიოდა ტუალეტში, რაზეც პეტროსიანმა მსაჯებს უთხრა და მეტოქისთვის თვალის დევნება სთხოვა.

Sportall.Ge

ნიგალიძეს ტუალეტში მობილური ტელეფონი ჰქონდა დამალული და ერთ-ერთი საჭადრაკო პროგრამის დახმარებით სავარაუდო სვლებს ამოწმებდა. ნიგალიძე ერთსა და იმავე კაბინაში შედიოდა. კაბინის შემოწმების შემდეგ კი ტუალეტის ქაღალდში გახვეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.

ნიგალიძის თქმით, მობილური ტელეფონი მას არ ეკუთვნოდა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი სახელით იყო შესული და ასევე, მის სათამაშო პარტიას
ერთ-ერთი ჭადრაკის პროგრამა აანალიზებდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
სირცხვილი - ესეთი საქციელი დოპინგის ხმარებაზე უფრო სამარცხვინო და სულმდაბლობაა!
brola
13 აპრილი 2015 15:39
0
ერთი შეხედეთ ამ სამარცხვინო მასხარას კიდევ როგორ ურცხვად იყურება. ძალიან კარგი რომ 15 წელი დისკვალიფიკაცია მისცეს ისე კარგი მაგარი ცემაც უნდოდა და ციხეც თაღლითობისთვის
გიორგია
13 აპრილი 2015 15:16
0
პეტროსიანი ჩამშვები
nugo
13 აპრილი 2015 15:08
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული