საბოლოოდ მან 8 ქულას მოუყარა თავი და კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედალი მეორედ (პირველად - 2009 წელს ჩერნოგორიულ ბუდვაში, 2010 წელს ხორვატიულ რიეკაში მეორე იყო) მოიპოვა, თან რეიტინგი 19 პუნქტით გაიმდიდრა.
მე-11 ტურის წინ ბაადური მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებდა. საამისოდ, უპირველესად, მე-2 ადგილზე მყოფი რადოსლავ ვოიტაშეკის (პოლონეთი) ძლევა იყო საჭირო. ქართველმა დიდოსტატმა ეს ამოცანა პირნათლად შეასრულა.
სამაგიეროდ, ერთპიროვნული
წარმატებით ითამაშეს ბრინჯაოსთვის ჯობავას კონკურენტებმა: დავით ნავარამ (ჩეხეთი) არმან პაშიკიანს (სომხეთი) გააჩერებინა საათი, ხოლო ფრანსისკო პონს ვალეხომ (ესპანეთი) ალექსანდრ დონჩენკო (გერმანია) დაამარცხა. ნავარამ და ვალეხომ 8-8 ქულა მოაგროვეს და, შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილეს. ჯობავამ მეტოქეებს უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ჩემპიონატში მონაწილე დანარჩენი ოთხი ქართველი დიდოსტატის მე-11 ტურის შეხვედრები ასე დასრულდა: ივან ჩეპარინოვი (ბულგარეთი)-თორნიკე სანიკიძე 1:0, სერგეი ჟიგალკო (ბელორუსი)-ლევან ფანცულაია 1:0, ბესიმ ურუსი (კოსოვო)-მერაბ გაგუნაშვილი 0:1, ზურაბ სტურუა-მერთ იილმაზიერლი (თურქეთი) 0.5:0.5.
საბოლოოდ: 52. გაგუნაშვილი (6.5), 53. ფანცულაია (6.5), 65. სანიკიძე (6.5), 87. სტურუა (6).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"