ნაზი პაიკიძე: არ არსებობს წესი, რომელიც თავისუფალ ქალს აიძულებს, ატაროს ჰიჯაბი!

AutoSharing Option
მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 2017 წლის მარტში უნდა გაიმართოს, ჩაშლის პირასაა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოჭადრაკე ქალები ტურნირის ბოიკოტს აპირებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი თეირანში უნდა გაიმართოს, მონაწილეები კი ახლახან გააფრთხილეს, რომ მათ ტურნირის მიმდინარეობისას ქალის სპეციალური მოსაცმელი - ჰიჯაბი უნდა ატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა და ციხე ელით.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ტურნირის ბოიკოტისკენ მოუწოდებს მოჭადრაკეებს, ამერიკის ჩემპიონი ნაზი პაიკიძეა.

"ყოვლად მიუღებელია ასეთი ტურნირის ჩატარება ქვეყანაში, სადაც ქალებს აიძულებენ, ჰიჯაბი ატარონ. მე კარგად მესმის კულტურათა შორის სხვაობა და ამას ვიღებ, მაგრამ ვერასოდეს
შევეგუები ქალთა უფლებების ხელყოფას.

იქ თამაში არ იქნება უსაფრთხო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოჭადრაკე ქალისთვის. არ არსებობს არანაირი წესი, რომელიც აიძულებს თავისუფალ ქალს, ატაროს ჰიჯაბი", - აცხადებს პაიკიძე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფაქტია რომ არავის აქვს უფლება ვინმეს მიუთითოს როდის და სად რა ჩაიცვას
koka
06 ოქტომბერი 2016 11:04
0
გააგებინეთ ამ გოგოს რომ ჰიჯაბს არ აცმევენ ნანამ თუ ითამაშა თეირანში არ არის თავისუფალი ქალი? ან სად ეცვა ჰიჯაბიი????
nazis
06 ოქტომბერი 2016 07:16
1
მართალი ხარ, ნაზიკოჯან!
მამენტ შეიძლება კაცი გეთამაშება და შენ აზრზე არა ხარ.
გიჟუა
02 ოქტომბერი 2016 20:47
1
me-ს
ეს გოგონა არის აშშ-ს ჭადრაკის ფედერაციის წევრი და ამ ქვეყნის სახელით თამაშობს.
ჯანო ჯანდიერი
02 ოქტომბერი 2016 11:49
0
მე კი რატომღაც მგონია რომ პაიკიძემ არ იცის რა არის ჰიჯაბი.
olegi
02 ოქტომბერი 2016 07:12
0
რა ბოიკოტი, რის ბოიკოტი. ჩვენი ქალბატონები, და არა მარტო ჩვენები, ხშირად დადიან ირანში ტურნირებზე, და მაგ ჰიჯაბით მშვენივრად თამაშობენ. არავის აზრად არ მოსდის მაგის გამო თამაშზე უარის თქმა. პოლიტიკის გამო ბოიკოტით უამრავი სპორტსმენი ზარალდება ხოლმე და არავინ არ უნდა წამოეგოს მაგ ანკესზე. სადაცა ხარ, იქაური ქუდი დაიხურეო- ბრძნული ქართული ანდაზაა. და თუ ამერიკის ფედერაციას რაიმე პრობლემა აქვს ირანთან, თავის მოჭადრაკეებს ნუ გაუშვებენ ან თვითონ ჩაატარონ ეგ ჩემპიონატი. იმას ხომ არ ამბობენ, შიშვლებმა ითამაშეთო, უბრალოდ ლამაზი თავსაფარი მოიხვიეთო :) იმედია ჯავახიშვილი და ხურციძე ბოიკოტს არ შეუერთდებიან. სხვას კიდევ აქვს ჩვენსას მსოფლიოზე თამაშის უფლება?
me
01 ოქტომბერი 2016 10:58
0
ნახეს რა სად ჩაეტარებინად,მომეწონა ჰიჯაბს ტუ არ ჩაიცვამ ციხეში ჩასვამენ, ტუ ეგეტ შუასაუკუნეებში არიან ჩარჩენილები მატი საქმეა ტავისიანებს ჩააცვან, მაგრამ ტურნირზე ჩამოსულებს რომ იგივეს აიძულებ, წმინდა წყლის მარაზმია
ალეკსანდრე
30 სექტემბერი 2016 18:05
0

სიახლეები პოპულარული