ბოლოსწინა მეათე ტურში ჩინელ ცზიუ ვენძიუნთან მარცხის შემდეგ ლიდერობა აზიელ მოჭადრაკეს გადააბარა. გუშინ კი მე-11 ტურში ქართველი დიდოსტატი შავი ფიგურებით ოლგა გირიას (რუსეთი) დაუზავდა და 6,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
თერთმეტი შესაძლებლობიდან 7.5 ქულით პირველი ადგილი ცზიუ ვენძიუნმა დაიკავა. ჩინელი
მისი მეტოქე 2017 წლის თებერვალში გაირკვევა - ორი თვის შემდეგ ირანის დედაქალაქი თეირანი ნოკაუტსისტემით ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტახტის ამჟამინდელი მფლობელი - ჩინელი ჰოუ იფანი თეირანში ტიტულს თუ ვერ ან არ დაიცავს (წინასწარი მონაცემებით, ჰოუ იფანი ირანში ჩასვლას არ აპირებს), მაშინ ახალი ჩემპიონი რამდენიმე თვეში გვირგვინის შესანარჩუნებლად ვენძიუნს დაუპირისპირდება. თუკი თეირანში ცზიუ გახდება ჩემპიონი, მაშინ გრან-პრის მეორეადგილოსან ჰამპი კონერუსთან (ინდოეთი) გაარკვევს ურთიერთობას (მართალი გითხრათ, რაღაც აბსურდული სისტემაა და, თბილისში ყოფნისას როგორც ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა გვითხრა, ქალთა ჩემპიონატის ჩატარების ახალ მოდელზე მუშაობენ).
ხანტი-მანსიისკში ბოლო ტურის დანარჩენი ოთხი პარტია ასე დასრულდა: ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) 1:0, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 0:1, ბელა ხოტენაშვილი-სარსადათ ხადემალშარიეხი (ირანი) 0.5:0.5, ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5.
საბოლოო შედეგები: ცზიუ ვენძიუნი-7.5, ნინო ბაციაშვილი-6.5, ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ჰარიკა დრონავალი, ოლგა გირია, სარასადათ ხადემალშარიეხი-6-6, ნატალია ჟუკოვა-5.5, ბელა ხოტენაშვილი-5, ნატალია პოგონინა, ლელა ჯავახიშვილი-4-4, ელმირა სკრიპჩენკო-2.5 ქულა.
ფიდეს ქალთა გრან-პრის 2015-2016 წლების გათამაშებაში სულ 22 მოჭადრაკე ჩაება. გათამაშდა ხუთი ეტაპი (მონტე კარლო, თეირანი, ბათუმი, ჩენგდუ, ხანტი-მანსიისკი). თითოეულმა მოჭადრაკემ (ჰოუ იფანის, სომეხი ელინა დანიელიანისა და ჩინელი თან ჟონის გარდა) სამ-სამ რაუნდში იასპარეზა.
მოგროვებული ქულების ჯამით ადგილები ასე განაწილდა: 1. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 413.3 ქულა), 2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 335), 3. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 287), 4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 277), 5. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 272), 6. ჟაო სიუე (ჩინეთი, 250), 7. ნინო ბაციაშვილი (245), 8. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 223.3), 9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 220), 10. სარასადათ ხადემალშარიეხი (ირანი, 212), 11. ნანა ძაგნიძე (205), 12. ნატალია პოგონინა (რუსეთი, 195), 13. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 173.3), 14. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 160), 15. ოლგა გირია (რუსეთი, 157), 16. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 140), 17. პია კრამლინგი (შვედეთი, 125), 18. ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 110), 19. ბელა ხოტენაშვილი (110), 20. ლელა ჯავახიშვილი (100), 21. ელინა დანიელიანი (სომხეთი, 20), 22. თან ჟონი (ჩინეთი, 20).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"