პარიზის გრან სლემი. I დღე: პაპინაშვილისა და მარგველაშვილის ბრინჯაოები

AutoSharing Option
11 თებერვალს, პარიზში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. უმჩატეს წონით კატეგორიაში ეს ამირან პაპინაშვილმა შეძლო, 66 კგ-ში კი - ვაჟა მარგველაშვილმა.

პაპინაშვილმა 1/4-ფინალში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორ ნაოჰისა ტაკატოსთან წააგო, რეპეშაჟში კი ფრანგ ვინსენტ ლიმარეს ძლევის შემდეგ, სამხრეთკორეელ ჩანიეონგ კიმს ვაზარით აჯობა.

ამავე წონაში 1/8-ფინალში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა ლუხუმ ჩხვიმიანი.

1/4 ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა მარგველაშვილიც, ვინც ჰიფუმი აბეს ვერ გაუმკლავდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მან მონღოლ ხერლენ განბოლდთან ვაზარით გაიმარჯვა.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მხოლოდ სასტარტო შეხვედრის მოგება შეძლო ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო ფრიდონ გიგანმა პირველივე ორთაბრძოლა დათმო.

12 თებერვალს ტურნირზე მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე თამაზ კირაკოზაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 90 კგ), ვალერი ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური (100 კგ) და მძიმეწონოსნები: გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გავლენ.

- პარიზის გრან სლემი. წილისყრა: შავდათუაშვილს გაუმართლა, ჭრიკიშვილს - არა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული