ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
26 თებერვალს დიუსელდორფის გრან პრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90) ოქრის მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ხუსენ ხალმურზაევი იპონით შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე დაამარცხა.

ღვინიაშვილმა (90) ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუს იპონით სძლია, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალ მოუგო, მესამე დაპირისპირებაში კი ტაჯიკ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით აჯობა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) ტურნირზე პირველივე შეხვედრაში ვაზარით წააგო. ჭრიკიშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო.

ლაშა ტაველურმა (100) პირველ წრეში ამერიკელ ილა სმიტს იპონით
მოუგო, მეორე წრეში კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან იპონით დამარცხდა.

ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროთი და 2 ვერცხლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 73- კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
გაიხარე რა გამისცორდა
guram
13:08 28-02-2017
0
რავი კაცო?
მე ტრიპელი მქონდა და დოქსიციკლინით დავამარცხე.
გიჟუა
10:34 27-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული