თბილისის გრან პრი: ქართული ფინალის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 31 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაწყებულ გრან პრიზე ფინალში ასპარეზობის უფლება ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე -60) და ლაშა გიუნაშვილმა (-66) მოიპოვეს.

პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ოქროს მედლისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, გიუნაშვილი კი - მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჯს.

პაპინაშვილმა ფინალის საგზურისთვის შეხვედრაში რუს ალბერტ ოგუზოვს მოუგო,  ჩხვიმიანმა კი - უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს. გიუნაშვილმა 1/2-ფინალში ბრაზილიელი კარლეს ჩიბანას სძლია.

ტურნირზე ფინალური ბლოკი 17:00 სთ-იდან დაიწყება და შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ქომაგს ამ ბმულებზე შეუძლია.

- თბილისის გრან პრი. ფინალური ბლოკი [LIVE]

დღეს ჩვენი ვაჟებიდან
მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ რობინზონ ბეგლარიშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე -60), შალვა გაზაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი და თორნიკე თათარაშვილი (სამივე -66).

წარუმატებლად იასპარეზეს გოგონებმაც - ქალთა ტურნირში მასპინძლებიდან ყველაზე შორს მარიამ ჯანაშვილი (-57) გავიდა, რომელიც სანუგეშო ტურნირში ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა. ოლღა ალადოშვილმა (-48), მარიამ ტყეშელაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და სალომე აბაშიძემ (სამივე -57) კი შეხვედრები ადრეულ ეტაპებზევე დათმეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარია, 2 აპრილს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
giunashvili mongols xvdeba finalshi)))chagezinat batono zurnalisto))))
saba
16:28 31-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული