სასტარტო ბრძოლების მოგების შემდეგ პაპინაშვილმა ნახევარფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს აჯობა, ჩხვიმიანმა კი - უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს.
სულ მალე, 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ლაშა გიუნაშვილი, რომელსაც მეტოქედ მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჯი ჰყავს.
- თბილისის გრან პრი. ფინალური ბლოკი [LIVE]
დღეს ჩვენი ვაჟებიდან მედლებისთვის ბრძოლას ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ რობინზონ ბეგლარიშვილი, გიორგი
წარუმატებლად იასპარეზეს გოგონებმაც - ქალთა ტურნირში მასპინძლებიდან ყველაზე შორს მარიამ ჯანაშვილი (-57) გავიდა, რომელიც სანუგეშო ტურნირში ბულგარელ იველინა ილიევასთან დამარცხდა. ოლღა ალადოშვილმა (-48), მარიამ ტყეშელაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და სალომე აბაშიძემ (სამივე -57) კი შეხვედრები ადრეულ ეტაპებზევე დათმეს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 აშშ დოლარია, 2 აპრილს დასრულდება.