"New Gori" - ახალი საკლუბო ამბიცია ძიუდოში

AutoSharing Option
გორში ძიუდოს ახალი კლუბის, "New Gori"-ს პრეზენტაცია გაიმართა. როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ, კლუბს დიდი მიზნები აქვს, მათ შორის, ევროპისა და მსოფლიოს საკლუბო პირველობებზე წარმატებები.

დამაარსებლები ქართული ძიუდოსთვის ცნობილი ადამიანები: არსენ აზალაძე, ანზორ თენაძე, ჯონი თაყნიაშვილი, გოგიტა ღვინიაშვილი (ბექა ღვინიაშვილის მამა) და დავით ტატულაშვილი არიან. სწორედ ტატულაშვილის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ამ ახალი კლუბის დაფუძნება და მისი პრეზიდენტიც ისაა.

"New Gori"-ს პრეზენტაციაზე სპორტსმენები, მწვრთნელები, საქართველოს ძიუდოს, სამბოს და ქართული ჭიდაობის ფედერაციათა ხელმძღვანელები, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი გუნდების თავკაცები, აგრეთვე, ადგილობრივი და
შიდა ქართლის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საპატიო სტუმრებმა "New Gori"-ს ხელმძღვანელებს და წევრებს წარმატებები უსურვეს.

ნიშანდობლივია, რომ კლუბი მხოლოდ ადგილობრივი სპორტსმენებით არ იქნება დაკომპლექტებული. აქ ვიხილავთ საქართველოს სხვა ქალაქების სპორტსმენებს, აგრეთვე, უცხოელ ლეგიონერებს. მალე ძიუდოს გულშემატკივარი ამ კლუბში ქართული ძიუდოს არაერთ ტიტულოვან წარმომადგენელს იხილავს.

გარდა ამისა, "New Gori"-ს პრეზიდენტი დავით ტატულაშვილი გეგმავს გორში ახალი დარბაზის აშენებას, რომელიც არა მხოლოდ სავარჯიშო, არამედ საშეჯიბრო იქნება და გარკვეული რაოდენობის მაყურებელსაც დაიტევს.

"ჩვენს კლუბში ძიუდოს გულშემატკივარი იხილავს არაერთ ცნობილ და ტიტულოვან ძიუდოისტს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ახალგაზრდა ძიუდოისტების ხელშეწყობაცაა და მათთან ერთად სამომავლო დიდი წარმატებებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.

ყველა მათგანს შევუქმნით სათანადო პირობებს, რათა ქართული ძიუდოს და გორის სახელი კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერდეს მსოფლიო ძიუდოს სამყაროში", - თქვა კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა არსენ აზალაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცარმატებები ამ პატრიოტ ხალხსს და სპორცმენებს
gaixaret qartveleboo
13:08 14-04-2017
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ფერნანდო
22:13 14-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული